воскресенье, 25 июля 2010 г.

ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები

1. პროექტის სახელი: ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები

2. პროექტის მოკლე აღწერა: თითქმის ყველა ოჯახში ენერგიის უყაირათო ხარჯვაა. უნდა მოიძებნოს ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზები.

3. პროექტის სრული აღწერა: ენერგიის უყაირათო ხარჯვა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ხშირად ანთია ნათურები და ჩართულია სხვა ელექტროხელსაწყოები მაშინ , როდესაც ისინი საჭირო არ არის; მოსწავლეები განსაზღვრავენ რა სახის ენერგიას მოიხმარს მათი ოჯახი,რა რაოდენობით.თი–თოეული ელექტროენერგიის მომხმარებელი ხელსაწყოს მონაცემებით ხაზავენ ცხრილს, ადგენენ რომელი ენერგიის გამოყენებაა ბინის გასათბობად უმჯობესი ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩამოწერენ, რა საშუალებით დაზოგავენ ენერგიას, იანგარიშებენ რა ეკონომიას მისცემს ეს მის ოჯახს.

4. მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2010–2011 წელი (ერთი თვის განმავლობაში)

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კითხვა–პასუხი, ექსპერიმენტი.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილებისა და დიაგ–რამების სახით.ენერგიის ხარჯის შემცირება, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი. მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას.შე–საბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.

8. სარგებელი სხვისთვის: ოჯახის ბიუჯეტის გაზრდა.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან /საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ძირითადი კავშირი მათემატიკასთან,ეკონომიკასთან.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნატო კაპანაძე

13. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:n.kapanaze58@gmail.com

14. პროექტის ვებგვერდა/ბლოგი:http://n-kapanaze58.blogspot.com/